Monday, 16 December 2019


             სოციალური პროექტის გეგმა
სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე
ქალაქი/რაიონი: სოფ. ოთა
სკოლა: ოთის საჯარო სკოლა
პროექტის განხორციელების დრო:( 2019 წლის1.04 დან  15. 04-მდე)
პროექტის მონახაზი, დასახელება ,,მე მინდა ვიყო ტოლერანტი“
პროექტის აქტუალობა: ისწავლონ განსხვავებულ რელიგიასა და ეროვნებას შორის მიმღებლობა და პატივისცემა ,რადგან სოფელში მოსახლეობის ნაწილი მუსლიმანია.და საჭირო გახდა ჩვენმა თაობამ  ისწავლოს  მათთან ურთიერთობა.
საგანი/უცხო ენა:ინგლისური
კლასი:8კლ
პროექტის მსვლელობა:2 კვირა.
საგნობრივი სტანდარტები:8 კლ
 <1.უცხ.საბ.11< კულტურათშორისი დიალოგის ხელშემწყობი ინიციატივების გამოვლენა რეალიზება,სოციო კულტურული -თავისებურებების გაზიარება
<1უცხ.საბ.12  <ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.        
                  21-ე საუკუნის უნარ ჩვევები
<შემოქმედებითობა და სხვისთვის გაზიარება
<ახალი იდეების განვითარება
<სიახლისა და მრავალფეროვნებისათვის მზაობა
<შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული განხორციელება და მატში რეალური წვლილის შეტანა. კრეატიული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
     პროექტის სოციალური მიზნები და სწავლის   შედეგები:
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან სოფელ ოთის მეჩეთისა და ქრისტიანული სალოცავების ისტორიას, გაიგებენ რელიგიურ რიტუალების მნიშვნელობას ამასთან ერთად ისინი გაეცნობიან სხვადასხვა რელიგიურ მიმდევრობას და გაუზიარებენ ერთმანეთს. თავიანთ მოსაზრებას, რაც ხელს შეუწყობს სხვა და სხვა რელიგიის პატივისცემას.
პროექტის გრძელვადიანი მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ სხვა და სხვა ინფორმაციას ქრისტიანული თუ მუსლიმანური სალოცავების შესახებ. გაიგებენ და გაეცნობიან უფრო მეტს და ისაუბრებენ მათი კულტურის შესახებ.
პროექტში მონაწილეთა(მოსწავლე, მშობელი, თემი და სხვა)ჩართულობა. პროექტში ჩართულნი იქნებიან:
მოსწავლეები
მშობლები
თემი
                შეფასების დროის ჩარჩო
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
1.განმავითარებელი
გეგმა
პროექტის მსვლელობა
1.განმავითარებელი
დაკვირვების დღიური
პროექტის დასრულების შემდეგ
ვენის დიაგრამა
კითხვა-პასუხი
პრეზენტაცია

შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას შევაფასებ მოსწავლეთა აქტიურობას, ჩართულობას, მასალის დახარისხებას ისტის გამოყენებას
  წინარე ცოდნა
შეუძლიათ ინტერვიუს აღება თემიდან, სლაიდ შოუს გაკეტება მეჩეთისა და ეკლესიების და აღწერა მათი პრეზენტაციების გაკეტება
1 კვირა.
მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და აქტივობები, შემდეგ შევადგინეთ სამოქმედო გეგმა დავგეგმეთ ლაშქრობა სოფელ ოთაში. მოვინახულეთ მეჩეთი. გადავიღეთ სურათები, გავეცანით მის ისტორიას და რელიგიური რიტუალების მნიშვნელობას. გავაკეთეთ მასალის დახარისხება და მოვემზადეთ პროექტის მეორე ეტაპზე გადასასვლელად.
2 კვირა       
მთელი ამ ხნის განმავლობაში დავაკვირდი მოსწავლეების მუშაობის პროცესს. სალოცავის მონახულების შემდეგ იღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან, მათი ნაამბობის მიხედვით მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ მეჩეთის შესახებ ყველა ინფორმაციას და ჩაინიშნავენ მათი რიტუალების ჩამონათვალს, ვენის დიაგრამის საშუალებით  დაინახავენ რიტუალებს შორის მსგავსება განსხვავებას. ამ სალოცავიდან მიღებული შთაბეჭდილებებით გააკეთებენ სლაიდ შოუ ეკლესია მონასტრებზე. საბოლოოდ შეაჯამებენ პროექტს შემდეგი კითხვებით.
<რა იყო საინტერესო
<რა ვისწავლეთ 2 კვირის განმავლობაში
<რას გააკეთებ უკეთესად
გააკეთებენ დასკვნას რომ აუცილებელია სხვა და სხვა რელიგიების პატივისცემა
სსსმ მოსწავლე კლაში არ არის
                 პროექტის საჭირო რესურსები
ინტერნეტი
კომპიუტერი
ფოტო აპარატი
ინვენტარი-ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები
ინტერნეტ რესურსები-gogle.
                                          პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ქულა
1.
პასუხობს თემას
    1 
2.
ფლობს აუდიტორიას
    1
3.
საუბრობს თემის შესაფერისი ლექსიკით და ტერმინოლოგიით
    2
4.
ნაშრომს წარმოაჩენს საინტერესოდ
    2
5.
იყენებს თვალსაჩინოებას
    2
6.
იცავს დროის ლიმიტს
    2

პროექტის განხორციელების ამსახველი ფოტო მასალა განთავსებულია საკუთარ ბლოგზე  dianajvaridze.blogspot.com                            


    რეფლექსია
2019 წლის 1 აპრილიდან 15 აპრილის  ჩათვლით  გავაკეთე პროექტი ,,მე მინდა ვიყო ტოლერანტი’. პროექტზე მუშაობა საინტერესოდ დავიწყეთ. გავაცანი მოსწავლეებს მიზნები და შედეგები. შევადგინეთ გეგმა, მივეცი გეზი სამუშაოს გაადვილებისათვის და მოვემზადეთ მასალის შეგროვებისათვის. მოვაწყვეთ ლაშქრობა სალოცავებზე. განსაკუთრებით სახალისო გამოდგა ინტერვიუს აღება  უხუცესი ადამიანისაგან. აქ მოისმინეს და გაიგეს მეჩეთის ისტორია გააკეთეს ჩანიშვნები, გადაიღეს სურათები ,მოაგროვეს მასალა ინტერნეტიდან მეჩეთის და აგრეთვე ქრისტიანული სალოცავების შესახებ. უკვე ბევრი მასალა გვქონდა ხელთ, რომელიც საჭიროებდა გადარჩევას დახარისხებას .მოსწავლეებმა ამ დავალებასაც წარმატებით გაართვეს თავი. ამ პროცესს ვაკვირდებოდი  პროექტის მიმდინარეობის დროს. უკვე საჭირო იყო წარმოგვეჩინა მოსწავლეთა ნაშრომები. საინტერესო იყო საპრეზენტაციო სლაიდებზე მუშაობა. პრეზენტაციის გამზადების შემდეგ მოვაწყეთ ჩვენება, რომელიც შევაფასე საპრეზენტაციო რუბრიკით. საბოლოოდ გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია კითხვა პასუხების გამოყენებით. მოსწავლეებმა გამიზიარეს შთაბეჭდილებები. ავღნიშნეთ რა იყო კარგი და რა იყო ცუდი ,რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. ჩემი აზრით მიზანს მივაღწიე.

                   dianajvaridze.blogspot.com

No comments:

Post a Comment

              სოციალური პროექტის გეგმა სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე ქალაქი/რაიონი: სოფ. ოთა სკოლა: ოთის საჯარო სკოლა პროექტის გან...