Monday, 16 December 2019

                            გაუფრთხილდეთ  ბუნებას  
სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე
ქალაქი/რაიონი: სოფ.ოთა
სკოლა: ოთის საჯარო
პროექტის მონახაზი,დასახელება: გაუფრთხილდეთ ბუნებას.
პროექტის შინაარსი: პროექტი ეხება იმას რომ მოზარდმა თაობამ კარგად იცოდეს ბუნების როლი ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის. იმსჯელონ პრობლემის გადაჭრის შესხებ,გაუზიარონ  თავიანთი აზრი თანატოლებსა და უფროსებს.
საგანი/უცხო ენა: ინგლისური
კლასი საბაზო  7კლ
პროექტის მსვლელობა 14 დღე.
საგნობრივი სტანდარტები 7 კლ. 
I უცხო.საბ.10. ზეპირი და წერითი კომუნიკაციის დროს  წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება,მათ გადასალახად სამოქმედო გეგმის შედგენა  სწავლის პროცესის მართვა
I უცხო.საბ..12.ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.


                   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
შემოქმედობითობა და სხვისთვის გაზიარება
<ახალი იდეების განვითარება
<სიახლისა და მრავალფეროვნებისათვის მზაობა
<შემოქმედებიტი იდეების პრაქტიკული განხორციელება და მათში რიალური წვლილის შეტანა.კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
<პრობლემის გამოკვეთა მისი გადაჭრის გზების ძიება .
< მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვის გააზრება
<სხვადასხვა მოსაზრებების დასახელება და საუკეთესო არცევის უნარი

             კომუნიკაცია და თანამშრომლობა
<იდეების და აზრების  წერილობითი და სიტყვიერი ფორმით ნათლად გამოხატვა.
<ჯგუფებში საერტო მიზნების მისაღწევად კომპრომისზე წასვლის უნარი.
                                   პროექტის სასწავლო მიზნები და  სწავლის შედეგები

ისაუბრებენ იმის შესახებ,თუ რატომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას,რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის.დაასახელებენ პრობლემებს ბუნების დაცვასთან დაკავშირებით.დასახავენ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. გამოიმუშავებენ გუნდურობის, თანამშრობით  უნარ-ჩვევებს.

ზოგადი კითხვა
<როგორ გარემოში ცხოვრება გსიამოვნებთ
თემატური კითხვა
<რა უნდა გავაკეთოთ,რომ ბუნება იყოს ადამიანის სამსახურში.
<როგორ დავიცვათ ბუნება დაბინძურებისა და განადგურებისაგან.
შინაარსობრივი კითხვა
რა მნიშვნელობა აქვს  ტყეს ადამიანისათვის
როგორ გავამრავლოთ ხეები.
  შეფასების დროის ჩარჩო
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერიში.
გეზის მიმცემი კითხვები ჩეკლისტები
პროექტის მსვლელობისას
ურთიერთშეფასების დაკვირვება
ჩანიშვნები
პროექტის დასრულების შემდეგ
ურთიერთშეფასება რეფლექსია დაკვირვება
რუბრიკები კითხვები



   შეფასების მოკლე მონახაზი
მსვლელობისას შევაფასებ მოსწავლეტა აქტიურობას,ჩარტულობას ,მასალის მოძიების ,დახარისხების, ჯგუფური მუსაობის,კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
       წინარე ცოდნა
შეუძლიათ თემის შესაბამისი ტექსტის შექმნა,ქმნის და აფორმებს ბუკლეტებს წერს მარტივ აბრევიატურას,აღწერს ბუნებას და გარემოს.

1-კვირა   (23.09.)
პროექტის დასაწყისში ვსვავ ზოგად კითხვას რას ნიშნავს ბუნების დაცვა?როგორ გარემოსია სასიამოვნო ცხოვრება.მოსწავლეები ,,გონებრივი იერიშის’’ გამოყენებით პასუხობენ კითხვებს,პასუხებს ჩამოვწერ დაფაზე,გავაგრძელებ კითხვების დასმას
<რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის
<როგორ გადავარჩინოთ ბუნება
<დაბინძურების რა სახეები ვიცით.ვიდეო რგოლს ვაჩვენებ,ამის შემდეგ გამოიყოფა პრობლემა დასახელდება მისი გადაჭრის გზები,შეიქმნება 1ჯგუფი გადანაწილდება ფუნქციები,დაამზადებენ ბუკლეტებს,გააფორმებენ შეძლებისდაგვარად.მასში იქნება მოკლე ინფორმაცია რა გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი და გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე და როგორ დავიცვათ იგი.

2 კვირა( 7.10.2019)
მთელი ამ ხნის განმავლობაში დავაკვირდები მოსწავლეების  მუშაობის პროცესს,გავაკეთებ ჩანიშვნებს მათი ჩართულობისა და წვლილის შესახებ.მოსწავლეები ჯგუფებში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშებრებს,გააკეტებენ თვითშეფასებას,დასვამენ შეკითხვებს დაახარისხებენ ინფორმაციას.შეიტანენ შესწორებას ბუკლეტების და აბრევიატურის ვიზუალიზაციაში,გაესაუბრებიან მოსახლეობას და მათი ნაამბობის მიხედვით გააკეტებენ შედარებას როგორია ბუნება დღეს და რამდენიმე წლის წინ.რა არის განსხვავების მიზეზი და რაში გამოიხატება იგი.ამოარჩევენ საუკეთესო ნამუშევრებს (ბუკლეტებს,აბრევიატურას), დაარიგებენ და გააკრავენ შესაბამის ადგილებში.მოაწყობენ სკოლის ტერიტორიის დასუფთავებას.საბოლოოდ  შეაჯამებენ პროექტს შემდეგი კითხვებით
<რა იყო საინტერესო
<იყავით თუ არა კრიატიულები
<რა ვისწავლეთ 2 კვირის განმავლობაში
<რას გააკეთებ უკეთესად
დასკვნა-ბუნების დაცვა ყველას ვალია
სსსმ მოსწავლე კლაში არ არის
                                                    პროექტის საჭირო რესურსები

                                                         ინტერნეტი
                                                        კომპიუტერი
                                                          ფოტოაპარატი
                                                         მობილური ტელეფონი
ბეჭდური მასალა-ბუნების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი ბუკლეტები
ინვენტარი-თაბახის ფურცლები,ფორმატის ქაღალდი,ფლომასტერები
ინტერნეტ რესურსები-GOGLE
 
პროექტი  განთავსებულია  ბლოგზე     dianajvaridzeblogi.blogspot .com 


                                რეფლექსია 
მას შემდეგ,რაც გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა პროექტი დავიწყეთ მუშაობა კლასში.შევარჩიეთ პროექტის სახელწოდება ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას ’’შევადგინეთ პრიექტის გეგმა და მოკლე მონახაზი,აქტივობები გამომდინარეობდა პროექტის მიზნებიდან და ხელს უწყობდა ე.ს.გ.-ით გათვალისწინებულ შედეგების მიღწევას.
                პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საფუძვლიანად  გაეცნენ,თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ბუნებრივ გარემოს ადამიანის ცხოვრებაში.დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები,გაუზიარეს ერთმანეთს.
                მოსწავლეების ჩართულობა იყო მაღალი, ვინაიდან ყველა აქტივობა იყო მათთვის საინტერესო.განსაკუთრებით მოეწონათ ბუკლეტებისა და აბრევიატურების შექმნის პროცესი,რომლებშიც გამოამჟღავნეს კრიატიულობა და ორიგინალურობა.
                პროექტი იყო ორკვირიანი (23.09.-7.10.)და ამ ხნის მანძილზე მოსწავლეების ენთუზიაზმი ყოველდღიურად იმატებდა.მათ გამოუმუშავდათ და განუმტკიცდათ ჯგუფური მუშაობის,ინფორმაციის მოძიების გაზიარების,შეფასების, შერჩევის,პრობლემის გადაჭრის,დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევები.
               მოსწავლეები ერთმანეთს აძლევდნენ რჩევებს,რომელი რესურსი უფრო გამოადგებოდათ მიზნის მისაღწევად.ბავშვებს ძალიან მოეწონათ თავისუფალ,მშვიდ და დაცულ გარემოში მუშაობა.ვფიქრობ ამ აქტივობებით,რომლებიც გამოყენებული იყო პროექტის მუშაობის 2 კვირის მანძილზე,გარკვეული წვლილი შეიტანეს ადამიანის ცნობიერების შეცვლის მიზნით.ამ პროექტმა ერთ მხრივ ბავშვებს შესძინა მეტი ცოდნა,მეორე მხრივ დამოუკიდებლობა.მათი ინტერესი დიდი იყო, როცა რესურსებს ქმნიდნენ უშუალოდ თვითონ.მაგ.ბუკლეტებს .აბრევიატურებს.მიიღეს მონაწილეობა ტერიტორიის დასუფთავებაშიც.შედეგების ანალიზმა ცხადყო,რომ პროექტი იყო წარმატებული და ჩვენ მივაღწიეთ მთავარ მიზანს,რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ,თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვას და გაფრთხილებას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.





No comments:

Post a Comment

              სოციალური პროექტის გეგმა სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე ქალაქი/რაიონი: სოფ. ოთა სკოლა: ოთის საჯარო სკოლა პროექტის გან...