Monday 16 December 2019


             სოციალური პროექტის გეგმა
სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე
ქალაქი/რაიონი: სოფ. ოთა
სკოლა: ოთის საჯარო სკოლა
პროექტის განხორციელების დრო:( 2019 წლის1.04 დან  15. 04-მდე)
პროექტის მონახაზი, დასახელება ,,მე მინდა ვიყო ტოლერანტი“
პროექტის აქტუალობა: ისწავლონ განსხვავებულ რელიგიასა და ეროვნებას შორის მიმღებლობა და პატივისცემა ,რადგან სოფელში მოსახლეობის ნაწილი მუსლიმანია.და საჭირო გახდა ჩვენმა თაობამ  ისწავლოს  მათთან ურთიერთობა.
საგანი/უცხო ენა:ინგლისური
კლასი:8კლ
პროექტის მსვლელობა:2 კვირა.
საგნობრივი სტანდარტები:8 კლ
 <1.უცხ.საბ.11< კულტურათშორისი დიალოგის ხელშემწყობი ინიციატივების გამოვლენა რეალიზება,სოციო კულტურული -თავისებურებების გაზიარება
<1უცხ.საბ.12  <ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.        
                  21-ე საუკუნის უნარ ჩვევები
<შემოქმედებითობა და სხვისთვის გაზიარება
<ახალი იდეების განვითარება
<სიახლისა და მრავალფეროვნებისათვის მზაობა
<შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული განხორციელება და მატში რეალური წვლილის შეტანა. კრეატიული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
     პროექტის სოციალური მიზნები და სწავლის   შედეგები:
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნობიან სოფელ ოთის მეჩეთისა და ქრისტიანული სალოცავების ისტორიას, გაიგებენ რელიგიურ რიტუალების მნიშვნელობას ამასთან ერთად ისინი გაეცნობიან სხვადასხვა რელიგიურ მიმდევრობას და გაუზიარებენ ერთმანეთს. თავიანთ მოსაზრებას, რაც ხელს შეუწყობს სხვა და სხვა რელიგიის პატივისცემას.
პროექტის გრძელვადიანი მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ სხვა და სხვა ინფორმაციას ქრისტიანული თუ მუსლიმანური სალოცავების შესახებ. გაიგებენ და გაეცნობიან უფრო მეტს და ისაუბრებენ მათი კულტურის შესახებ.
პროექტში მონაწილეთა(მოსწავლე, მშობელი, თემი და სხვა)ჩართულობა. პროექტში ჩართულნი იქნებიან:
მოსწავლეები
მშობლები
თემი
                შეფასების დროის ჩარჩო
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
1.განმავითარებელი
გეგმა
პროექტის მსვლელობა
1.განმავითარებელი
დაკვირვების დღიური
პროექტის დასრულების შემდეგ
ვენის დიაგრამა
კითხვა-პასუხი
პრეზენტაცია

შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის მსვლელობისას შევაფასებ მოსწავლეთა აქტიურობას, ჩართულობას, მასალის დახარისხებას ისტის გამოყენებას
  წინარე ცოდნა
შეუძლიათ ინტერვიუს აღება თემიდან, სლაიდ შოუს გაკეტება მეჩეთისა და ეკლესიების და აღწერა მათი პრეზენტაციების გაკეტება
1 კვირა.
მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და აქტივობები, შემდეგ შევადგინეთ სამოქმედო გეგმა დავგეგმეთ ლაშქრობა სოფელ ოთაში. მოვინახულეთ მეჩეთი. გადავიღეთ სურათები, გავეცანით მის ისტორიას და რელიგიური რიტუალების მნიშვნელობას. გავაკეთეთ მასალის დახარისხება და მოვემზადეთ პროექტის მეორე ეტაპზე გადასასვლელად.
2 კვირა       
მთელი ამ ხნის განმავლობაში დავაკვირდი მოსწავლეების მუშაობის პროცესს. სალოცავის მონახულების შემდეგ იღებენ ინტერვიუს სოფლის უხუცესი ადამიანებისაგან, მათი ნაამბობის მიხედვით მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ მეჩეთის შესახებ ყველა ინფორმაციას და ჩაინიშნავენ მათი რიტუალების ჩამონათვალს, ვენის დიაგრამის საშუალებით  დაინახავენ რიტუალებს შორის მსგავსება განსხვავებას. ამ სალოცავიდან მიღებული შთაბეჭდილებებით გააკეთებენ სლაიდ შოუ ეკლესია მონასტრებზე. საბოლოოდ შეაჯამებენ პროექტს შემდეგი კითხვებით.
<რა იყო საინტერესო
<რა ვისწავლეთ 2 კვირის განმავლობაში
<რას გააკეთებ უკეთესად
გააკეთებენ დასკვნას რომ აუცილებელია სხვა და სხვა რელიგიების პატივისცემა
სსსმ მოსწავლე კლაში არ არის
                 პროექტის საჭირო რესურსები
ინტერნეტი
კომპიუტერი
ფოტო აპარატი
ინვენტარი-ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები
ინტერნეტ რესურსები-gogle.
                                          პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ქულა
1.
პასუხობს თემას
    1 
2.
ფლობს აუდიტორიას
    1
3.
საუბრობს თემის შესაფერისი ლექსიკით და ტერმინოლოგიით
    2
4.
ნაშრომს წარმოაჩენს საინტერესოდ
    2
5.
იყენებს თვალსაჩინოებას
    2
6.
იცავს დროის ლიმიტს
    2

პროექტის განხორციელების ამსახველი ფოტო მასალა განთავსებულია საკუთარ ბლოგზე  dianajvaridze.blogspot.com                            


    რეფლექსია
2019 წლის 1 აპრილიდან 15 აპრილის  ჩათვლით  გავაკეთე პროექტი ,,მე მინდა ვიყო ტოლერანტი’. პროექტზე მუშაობა საინტერესოდ დავიწყეთ. გავაცანი მოსწავლეებს მიზნები და შედეგები. შევადგინეთ გეგმა, მივეცი გეზი სამუშაოს გაადვილებისათვის და მოვემზადეთ მასალის შეგროვებისათვის. მოვაწყვეთ ლაშქრობა სალოცავებზე. განსაკუთრებით სახალისო გამოდგა ინტერვიუს აღება  უხუცესი ადამიანისაგან. აქ მოისმინეს და გაიგეს მეჩეთის ისტორია გააკეთეს ჩანიშვნები, გადაიღეს სურათები ,მოაგროვეს მასალა ინტერნეტიდან მეჩეთის და აგრეთვე ქრისტიანული სალოცავების შესახებ. უკვე ბევრი მასალა გვქონდა ხელთ, რომელიც საჭიროებდა გადარჩევას დახარისხებას .მოსწავლეებმა ამ დავალებასაც წარმატებით გაართვეს თავი. ამ პროცესს ვაკვირდებოდი  პროექტის მიმდინარეობის დროს. უკვე საჭირო იყო წარმოგვეჩინა მოსწავლეთა ნაშრომები. საინტერესო იყო საპრეზენტაციო სლაიდებზე მუშაობა. პრეზენტაციის გამზადების შემდეგ მოვაწყეთ ჩვენება, რომელიც შევაფასე საპრეზენტაციო რუბრიკით. საბოლოოდ გავაკეთეთ პროექტის რეფლექსია კითხვა პასუხების გამოყენებით. მოსწავლეებმა გამიზიარეს შთაბეჭდილებები. ავღნიშნეთ რა იყო კარგი და რა იყო ცუდი ,რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. ჩემი აზრით მიზანს მივაღწიე.

                   dianajvaridze.blogspot.com

                            გაუფრთხილდეთ  ბუნებას  
სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე
ქალაქი/რაიონი: სოფ.ოთა
სკოლა: ოთის საჯარო
პროექტის მონახაზი,დასახელება: გაუფრთხილდეთ ბუნებას.
პროექტის შინაარსი: პროექტი ეხება იმას რომ მოზარდმა თაობამ კარგად იცოდეს ბუნების როლი ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის. იმსჯელონ პრობლემის გადაჭრის შესხებ,გაუზიარონ  თავიანთი აზრი თანატოლებსა და უფროსებს.
საგანი/უცხო ენა: ინგლისური
კლასი საბაზო  7კლ
პროექტის მსვლელობა 14 დღე.
საგნობრივი სტანდარტები 7 კლ. 
I უცხო.საბ.10. ზეპირი და წერითი კომუნიკაციის დროს  წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება,მათ გადასალახად სამოქმედო გეგმის შედგენა  სწავლის პროცესის მართვა
I უცხო.საბ..12.ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.


                   21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
შემოქმედობითობა და სხვისთვის გაზიარება
<ახალი იდეების განვითარება
<სიახლისა და მრავალფეროვნებისათვის მზაობა
<შემოქმედებიტი იდეების პრაქტიკული განხორციელება და მათში რიალური წვლილის შეტანა.კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
<პრობლემის გამოკვეთა მისი გადაჭრის გზების ძიება .
< მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვის გააზრება
<სხვადასხვა მოსაზრებების დასახელება და საუკეთესო არცევის უნარი

             კომუნიკაცია და თანამშრომლობა
<იდეების და აზრების  წერილობითი და სიტყვიერი ფორმით ნათლად გამოხატვა.
<ჯგუფებში საერტო მიზნების მისაღწევად კომპრომისზე წასვლის უნარი.
                                   პროექტის სასწავლო მიზნები და  სწავლის შედეგები

ისაუბრებენ იმის შესახებ,თუ რატომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას,რა მნიშვნელობა აქვს ბუნებას ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისათვის.დაასახელებენ პრობლემებს ბუნების დაცვასთან დაკავშირებით.დასახავენ პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. გამოიმუშავებენ გუნდურობის, თანამშრობით  უნარ-ჩვევებს.

ზოგადი კითხვა
<როგორ გარემოში ცხოვრება გსიამოვნებთ
თემატური კითხვა
<რა უნდა გავაკეთოთ,რომ ბუნება იყოს ადამიანის სამსახურში.
<როგორ დავიცვათ ბუნება დაბინძურებისა და განადგურებისაგან.
შინაარსობრივი კითხვა
რა მნიშვნელობა აქვს  ტყეს ადამიანისათვის
როგორ გავამრავლოთ ხეები.
  შეფასების დროის ჩარჩო
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდები
შეფასების ინსტრუმენტები
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერიში.
გეზის მიმცემი კითხვები ჩეკლისტები
პროექტის მსვლელობისას
ურთიერთშეფასების დაკვირვება
ჩანიშვნები
პროექტის დასრულების შემდეგ
ურთიერთშეფასება რეფლექსია დაკვირვება
რუბრიკები კითხვები



   შეფასების მოკლე მონახაზი
მსვლელობისას შევაფასებ მოსწავლეტა აქტიურობას,ჩარტულობას ,მასალის მოძიების ,დახარისხების, ჯგუფური მუსაობის,კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს.
       წინარე ცოდნა
შეუძლიათ თემის შესაბამისი ტექსტის შექმნა,ქმნის და აფორმებს ბუკლეტებს წერს მარტივ აბრევიატურას,აღწერს ბუნებას და გარემოს.

1-კვირა   (23.09.)
პროექტის დასაწყისში ვსვავ ზოგად კითხვას რას ნიშნავს ბუნების დაცვა?როგორ გარემოსია სასიამოვნო ცხოვრება.მოსწავლეები ,,გონებრივი იერიშის’’ გამოყენებით პასუხობენ კითხვებს,პასუხებს ჩამოვწერ დაფაზე,გავაგრძელებ კითხვების დასმას
<რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ ბუნებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის
<როგორ გადავარჩინოთ ბუნება
<დაბინძურების რა სახეები ვიცით.ვიდეო რგოლს ვაჩვენებ,ამის შემდეგ გამოიყოფა პრობლემა დასახელდება მისი გადაჭრის გზები,შეიქმნება 1ჯგუფი გადანაწილდება ფუნქციები,დაამზადებენ ბუკლეტებს,გააფორმებენ შეძლებისდაგვარად.მასში იქნება მოკლე ინფორმაცია რა გავლენას ახდენს დაბინძურებული ჰაერი და გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე და როგორ დავიცვათ იგი.

2 კვირა( 7.10.2019)
მთელი ამ ხნის განმავლობაში დავაკვირდები მოსწავლეების  მუშაობის პროცესს,გავაკეთებ ჩანიშვნებს მათი ჩართულობისა და წვლილის შესახებ.მოსწავლეები ჯგუფებში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშებრებს,გააკეტებენ თვითშეფასებას,დასვამენ შეკითხვებს დაახარისხებენ ინფორმაციას.შეიტანენ შესწორებას ბუკლეტების და აბრევიატურის ვიზუალიზაციაში,გაესაუბრებიან მოსახლეობას და მათი ნაამბობის მიხედვით გააკეტებენ შედარებას როგორია ბუნება დღეს და რამდენიმე წლის წინ.რა არის განსხვავების მიზეზი და რაში გამოიხატება იგი.ამოარჩევენ საუკეთესო ნამუშევრებს (ბუკლეტებს,აბრევიატურას), დაარიგებენ და გააკრავენ შესაბამის ადგილებში.მოაწყობენ სკოლის ტერიტორიის დასუფთავებას.საბოლოოდ  შეაჯამებენ პროექტს შემდეგი კითხვებით
<რა იყო საინტერესო
<იყავით თუ არა კრიატიულები
<რა ვისწავლეთ 2 კვირის განმავლობაში
<რას გააკეთებ უკეთესად
დასკვნა-ბუნების დაცვა ყველას ვალია
სსსმ მოსწავლე კლაში არ არის
                                                    პროექტის საჭირო რესურსები

                                                         ინტერნეტი
                                                        კომპიუტერი
                                                          ფოტოაპარატი
                                                         მობილური ტელეფონი
ბეჭდური მასალა-ბუნების დაცვასთან დაკავშირებით შექმნილი ბუკლეტები
ინვენტარი-თაბახის ფურცლები,ფორმატის ქაღალდი,ფლომასტერები
ინტერნეტ რესურსები-GOGLE
 
პროექტი  განთავსებულია  ბლოგზე     dianajvaridzeblogi.blogspot .com 


                                რეფლექსია 
მას შემდეგ,რაც გაჩნდა იდეა გაგვეკეთებინა პროექტი დავიწყეთ მუშაობა კლასში.შევარჩიეთ პროექტის სახელწოდება ,,გავუფრთხილდეთ ბუნებას ’’შევადგინეთ პრიექტის გეგმა და მოკლე მონახაზი,აქტივობები გამომდინარეობდა პროექტის მიზნებიდან და ხელს უწყობდა ე.ს.გ.-ით გათვალისწინებულ შედეგების მიღწევას.
                პროექტის ფარგლებში მოსწავლეები საფუძვლიანად  გაეცნენ,თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ბუნებრივ გარემოს ადამიანის ცხოვრებაში.დასახეს პრობლემის გადაჭრის გზები,გაუზიარეს ერთმანეთს.
                მოსწავლეების ჩართულობა იყო მაღალი, ვინაიდან ყველა აქტივობა იყო მათთვის საინტერესო.განსაკუთრებით მოეწონათ ბუკლეტებისა და აბრევიატურების შექმნის პროცესი,რომლებშიც გამოამჟღავნეს კრიატიულობა და ორიგინალურობა.
                პროექტი იყო ორკვირიანი (23.09.-7.10.)და ამ ხნის მანძილზე მოსწავლეების ენთუზიაზმი ყოველდღიურად იმატებდა.მათ გამოუმუშავდათ და განუმტკიცდათ ჯგუფური მუშაობის,ინფორმაციის მოძიების გაზიარების,შეფასების, შერჩევის,პრობლემის გადაჭრის,დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევები.
               მოსწავლეები ერთმანეთს აძლევდნენ რჩევებს,რომელი რესურსი უფრო გამოადგებოდათ მიზნის მისაღწევად.ბავშვებს ძალიან მოეწონათ თავისუფალ,მშვიდ და დაცულ გარემოში მუშაობა.ვფიქრობ ამ აქტივობებით,რომლებიც გამოყენებული იყო პროექტის მუშაობის 2 კვირის მანძილზე,გარკვეული წვლილი შეიტანეს ადამიანის ცნობიერების შეცვლის მიზნით.ამ პროექტმა ერთ მხრივ ბავშვებს შესძინა მეტი ცოდნა,მეორე მხრივ დამოუკიდებლობა.მათი ინტერესი დიდი იყო, როცა რესურსებს ქმნიდნენ უშუალოდ თვითონ.მაგ.ბუკლეტებს .აბრევიატურებს.მიიღეს მონაწილეობა ტერიტორიის დასუფთავებაშიც.შედეგების ანალიზმა ცხადყო,რომ პროექტი იყო წარმატებული და ჩვენ მივაღწიეთ მთავარ მიზანს,რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ,თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნების დაცვას და გაფრთხილებას ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.





Saturday 30 November 2019


                         საწრეო მუშაობის გეგმა
   ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ოთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მასწავლებლის დიანა ჯვარიძის საწრეო  მუშაობის გეგმა ინგლისურ ენაში.
    2019 წლის პირველ სემესტრში 26 სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ჩავატარე საწრეო მუშაობა თემაზე:,,კითხვის უნარების გააუმჯობესება ინგლისურ ენაში“
.მოსწ. რაოდენობა-4
.განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს.
    კლასის საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტე ჩამეტარებინა საწრეო მუშაობა კითხვის უნარების გაუმჯობესებაზე რათა მიმეღო უკეთესი შედეგი.
   მიზანი:მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება კითხვის მიმართულებით. განუვითაროთ ძირითადი სამეტყველო უნარები-(კითხვა,წერა,მოსმენა,მეტყველება).
                                             4 კლასის ინგლისურის წრის თემები
1.პირველი გაკვეტილი მოსწავლეების საწრეო მუშაობის მიზნებისა და შედეგების გაცნობა.
2.ვემზადებით რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კითხვის წესები,კერძოდ როგორ გამოიტქმის თანხმოვნებს შორის ასოები ან როგორ გამოითქმის 2 ერთნაირი ხმოვანი და ა.შ.
3.მცირე ზომის ტექსტზე მუშაობა და წაკითხვა და ხარვეზების გამოკვეთა
4.ლექსიკონზე მუშაობა,კითხვის წესების გათვალისწინებით ,სიტყვების ამოწერა და გამოთქმა(ლექსიკური მარაგის გამდიდრება).
5.ნასწავლი სიტყვების დაკავშირება შესაბამის სურათებთან.ინტონაციით წარმოთქმა.
6.დიალოგი ტექსტის ნიმუშის დარიგება და წაკითხვა კითხვის წესების გათვალისწინებით
7.მარტივი წინადადებებით ტექსტის შედგენა, სასვენი ნიშნების დასმა და  ინტონაციურად კითხვა.
8.მცირე ზომის ტექსტის მოსმენა და გაგება.
9.ჯგუფური კითხვა მასწავლებელთან ერთად.
10.შეჯამება
                   საწრეო მუშაობის შექმნის  შესახებ ვესაუბრე როგორც მოსწავლეებს ასევე მშობლებს გავაცანი და დავურიგე კითხვარი.საწრეო მუშაობის პროგრამის შესახებ(კვირაში ერთი დღე ხუთშაბათი,გაკვეთილის ხანგრძლიობა 45წუთი).საწრეო მუშაობაში  ჩაერთო 4 კლასის ყველა მოსწავლე.

პირველი მეცადინეობა;    ჩავატარე მინი ლექცია სადაც მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზანი და ვისაუბრეთ თუ როგორ ვიკითხოთ უკეთესად და შევახსენე კითხვის წესები.
მეორე მეცადინეობა;  მოვემზადეთ კითხვის წესებზე.ტუ როგორ გამოიტქმის  2 ერთნაირი ხმოვანი მაგ; oo-იკითხება როგორც [u:] spoon-კოვზი,  ei,ie-იკითხება[i:] niece დის შვილი და ა.შ.
მესამე მეცადინეობა;   ვიმუშავეთ სახელმძღვანელოდან მცირე ზომის ტექსტზე,წავიკითხეთ და ყურადღება  გავამახვილეთ გამოთქმებზე და შევასწორეთ ხარვეზები.
მეოთხე მეცადინეობა:ამოვწერეტ სიტყვები ლექსიკონიდან და ვიმუშავეთ სიტყვების წარმოთქმაზე.კითხვის წესების გათვალისწინებით.
მეხუთე მეცადინეობა:   უკვე შესწავლილი სიტყვები დაუკავშირეთ სურათებს,მაგნიტურ დაფაზე,ვასწავლი სიტყვებს ინტონაციით და ვუკავშირებთ სურათებს.
მეექვსე მეცადინეობა:  ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებს ჰქონდათ დიალოგი ერთმანეტთან ნასწავლი სიტყვების გამოყენებით,კითხვის წესების გატვალისწინებით.

მეშვიდე მეცადინეობა: მოსწავლეებს შევუდგინე ნასწავლი სითყვებით პატარა  ტექსტები, სადაც უნდა დაესვათ სასვენი ნიშნები და ინტონაციურად წაეკითხათ.  
მერვე მეცადინეობა:    ამ მეცადინეობაზე ბავშვები კომპიუტერის საშუალებით,ისმენენ მოკლე ტექსტებს,სადაც იგებენ ნაცნობ სიტყვებს და სწორად წარმოთქვამენ.
მეცხრე მეცადინეობა:  ჯგუფურად კითხულობენ მასწავლებელტან ერტად მოსწავლეები.რატა უკეთ  გაიუმჯობესონ კითხვა.
მეათე მეცადინეობა:  ეს მეცადინეობა იყო მთელი საწრეო მუშაობის შეჯამება.ათი მეცადინეობის  განმავლობაში განვლილი თემის  განმეორება და ხელახლა გახსენება.ამ მეცადინეობაზე ბავშვებს ეტყობოდათ რომ კარგად ახსოვდათ ნასწავლი  სიტყვები და დამოუკიდებლად შეეზლოთ ტექსტზე მუშაობა.
შეფასება- ყოველ გაკვეთილზე ვაწარმოებდი ჩანაწერებს გაკვეტილის აქტივობებიდან  გამომდინარე და მოსწავლეებს ვაზლევდი უკუკავშირს.აქტივობის შემდეგ კი ინდივიდუალურად  ვაფასებდი განმავიტარებელი.
რესურსები: კომპიუტერი,პლაკატები,თაბახის ფურცლები,მარკერები,ლექსიკონები,რვეულები, კალმები, მაგნიტური დაფა,სასწავლო წიგნები.

             კითხვარი მშობლებს
სახელი,გვარი:გელაძე თამილა
მოსწ. სახელი გვარი:შანთაძე არკადი

1.ინგლისური ენის წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოგეწოდათ თუ არა დრუოლად?
ü ა)დიახ
     ბ)არა

2.როგორ ფიქრობთ წრის მეცადინეობაზე განხილული საკითხები დაეხმარება თუ არა თქვენი შვილის ცოდნის უკეთ გაღრმავებას?
ü ა)დიახ

            ბ)არა

3.როგორ ფიქრობთ საწრეო მუშაობა ხალისიანი იქნება თქვენი შვილისათვის?
ü ა)დიახ
             ბ)არა
4.რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების შემდეგ?
გაიუმჯობესებს კითხვის უნარებს.





Sunday 16 December 2018

ტრენინგი დამთავრდა წარმატებულად,ვისწავლეთ  პოექტებზე მუშაობა და  აუცილებლად განვახორციელებთ  ჩვენს ბავშვებთან .ტრენერი  გვიხსნიდა ყველაფერს გასაგებად. იყო საინტერესო ყველაფერი, მადლობა ქალბატონ მაკას
8-9 დღე ვიმუშავე  შეფასების ფორმატზე და ჩეკლისტებზე

Sunday 9 December 2018

6-7 დგის რეფლექსიები

<6-7 დღე გავაკეთე პრეზენტაციები ვიმუშავე პროექტზე ვიმუშავე პროექტის შაბლონზე.

              სოციალური პროექტის გეგმა სახელი გვარი: დიანა ჯვარიძე ქალაქი/რაიონი: სოფ. ოთა სკოლა: ოთის საჯარო სკოლა პროექტის გან...